სალომე ასათიანი: “რამდენიმე წლის წინ პირადად მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი”

salomeჟურნალისტი სალომე ასათიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მალე საქართველოს დატოვებას აპირებს. ის, ასევე, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრემიერთან საკუთარ ეთერს შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია “რაღაცეებს ვერც გაართვა თავი”, თუმცა საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეუძლია. ჟურნალისტის თქმით, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა “ცხადად და რეალურად” დაინახა და დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ კრიტიკულ ინტერვიუს, რომელიც ცენზურის გარეშე გავიდა და რასაც, “რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა“: უკვე მალე წავალ თბილისიდან და მომავალი კვირიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ვიცი, რომ შესაძლოა რაღაცეებს სათანადოდ ვერც გავართვი თავი, თუმცა მაქვს უნარი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო. ყველაზე მთავარი დასკვნა, რომელიც გამოვიტანე, არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება მართლა უმნიშვნელოვანესი ამბავია. ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ასე ცხადად, რეალურად, არასოდეს დამინახავს. რა პრობლემებიც უნდა გვქონდეს პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში, რამდენი სირთულეც უნდა იყოს წინ, ფაქტია — ის, რომ დღეს საზოგადოებრივ არხზე ცენზურის მცდელობის გარეშე გავიდა კრიტიკული ინტერვიუ ივანიშვილთან, ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურასთან, ეს თვისებრივი ცვლილებაა დადებითისკენ. და დიახ, ბევრჯერ გავიმეორებ — რამდენიმე წლის წინ პირადად მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი” – ასეთია ჟურნალისტის პოსტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტის ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მაყურებლები ეთერს ან რადიკალურად პოზიტიურად აფასებდნენ, ან რადიკალურად უარყოფითად.

banner
წინა სტატიაშიმოჰამედ ალის სიკვდილის მიზეზი დასახელდა
შემდეგი სტატია“ტუალეტის” ქაღალდები ტრამპის და კლინტონის გამოსახულებით