სალობიე “ბიას” მფლობელი გიორგი იოსავა აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

სალობიე “ბიას” მფლობელი გიორგი იოსავა აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. შეფ-მზარებული ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე ბიას ესტუმრა სალომე “ბუა”… სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს”, — წერს გიორგი იოსავა Facebook-ზე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად სალობიეში იმყოფებოდა. მომხდარი ფაქტი, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და ზურაბიშვილს სალობიეში მიაკითხეს. პრეზიდენტს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია.სალობიესთან ისმოდა სტვენა და შეძახილები “მონა”.

banner
წინა სტატიაშიაქციის დარბევისას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა
შემდეგი სტატია“ისტორიას რჩება ფაქტები!”- 9 აპრილი, როდიონოვი – დარბევის დრო – 04:00, ივანიშვილი – დარბევის დრო: 05:00 სთ