5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

სალმანში რაკეტის ნამსხვრევებისგან გემზე გამოწვეულ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბაჰრეინის ქალაქ სალმანში მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებმა უცხო ქვეყნის გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი, ამჟამად, სრულად ჩამქრალია.

ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმა ადრეც განხორციელდა. კვირას, Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ბაზის თავზე კვამლის დიდი ღრუბლები ადიოდა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები რეფორმის შეწყვეტასა და უნივერსიტეტებისთვის ინსტიტუციური ავტონომიის აღდგენას ითხოვენ
შემდეგი სტატიაისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი