სალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 00:47

სალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ

მნიშვნელოვანი

  • სალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ

სხვა სტატიები

ამერიკის პენ-ცენტრმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვა გაავრცელა უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ციხიდან განთავისუფლების თხოვნით, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 20 წელი მიუსაჯეს ტერორიზმის ბრალდებით. ოლეგ სენცოვი უკვე მეოცე დღეა შიმშილობს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აუცილებელია სენცოვის დაუყოვნებლივ განთავისუფლება, რადგანაც ამაზეა მისი სიცოცხლე დამოკიდებული. რეჟისორი 14 მაისიდან შიმშილობს და მოითხოვს რუსეთის ციხეებიდან პოლიტპატიმტების განთავისუფლებას.
მიმართვას ხელს აწერენ ამერიკელი მწერალი ჯონათან ფრანზენი, ბრიტანელი ლიტერატორი სალმან რუშდი, მუსიკოსი და პოეტი პატი სმიტი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი და სხვები.

2017 წლის მარტში ამერიკულმა პენ-ცენტრმა ოლეგ სენცოვს საპატიო ჯილდო მიანიჭა თვითგამოხატვის თავისუფლებისათვის.

რეჟისორი ყირიმის ტერიტრიაზე ტერაქტის მომზადებისა და პარტია “ედინაია რასიას” ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავეს.
ივნისის დასაწყისში სენცოვის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს 80 ქალაქში გაიმართა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 00:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics