სალხინოს სკოლა-პანსიონი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

მარტვილში, სოფ.სალხინოში წმ.ამბრისი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, სასულიერო სკოლაში კორონავირუსი ორ მასწავლებელს და რამოდენიმე მოსწვალეს დაუდასტურდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, 15 ოქტომბერს მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, მარტვილში დისტანციურ სწავლებაზე ოთხი სკოლაა გადასული.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიალატვიის მთავრობამ საქართველოს 83 070 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გადმოსცა