სალახ აბედსლამმა უარი განაცხადა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე

7პარიზის ტერაქტებში მთავარმა ეჭვმიტანილმა, სალახ აბდესლამმა ფრანგ გამომძიებლებთან შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ის დუმილის უფლებას იყენებს სასამართლო დარბაზში, სადაც დაკითხვა მიმდინარეობს.
“მან თავიდანვე განაცხადა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს და შეკითხვებზე არ უპასუხებს”- განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.
აბდესლამი დღეს დილით გაძლიერებული დაცვით იქნა გადაყვანილი ციხიდან პარიზის სასამართლოში. ეს მისი პირველი დაკითხვაა საფრანგეთში ბელგიიდან დეპორტაციის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა
შემდეგი სტატიაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მარტვილის კანიონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება