სალახ აბდესლამი ბელგიის გამოძიებასთან უკვე აღარ თანამშრომლობს

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება

პარიზის ნოემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამმა, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში დააპატიმრეს, გამოძიებასთან თანამშომლობა შეწყვიტა, მან უარი განაცხადა ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. გამოძიების თქმით, აბდესლამმა უცებ გადაწყვიტა მათთან თანამშრომლობა შეეწყვიტა და დუმილის უფლება გამოეყენებინა.
გასული წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ აბდესლამი ბრიუსელის გარეუბანში იმალებოდა თვეების მანძილზე. 18 მარტს ის რეიდის დროს იქნა დაკავებული სპეცსამსახურების მიერ. დაკავებისას ის ფეხში დაიჭრა. პირველ დღეს ეჭვმიტანილი არ დაუკითხავთ, მაგრამ მეორე დღიდან ბრიუსელის ტერაქტამდე ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა. მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის მიერ მიცემული ინფორმაცია „ოქროზე ძვირფასია“.

banner
წინა სტატიაშიობამა: ბრიუსელის ტერაქტებში მუსლიმებს ნუ დაადანაშაულებთ
შემდეგი სტატიასექსუალური კონტრრევოლუცია: Playboy საკუთარ თავს ყიდის