„საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შედიან ცეცხლმოკიდებულ შენობებში, დიდ მადლობას იმსახურებენ“- ხანძარი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა მაშველებსა და მეხანზრეებს მადლობას უხდის:
“მაშველებმა წუხელ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარეს და საკმაოდ წარმატებით…. რომ არა მათი დროული და ეფექტური რეაგირება შედეგი გაცილებით სავალალო იქნებოდა. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ქირქილებენ და ილანძღებიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შედიან ცეცხლმოკიდებულ შენობებში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდნენ იქიდან…
არავინ იცის იმ დროს იქ, შიგნით რა ხდება… ეს მხოლოდ მეხანძრე-მაშველებმა იციან… შეტყობინების შემოსვლიდან ხუთ წუთში ადგილზე იყო მობილიზებული ორი სახანძრო ბრიგადა, ხოლო, მას შემდეგ, რაც განგაშის მაღალი დონე გამოცხადდა, ადგილზე დამატებით 30-მდე სახანძრო მივიდა.

ვფიქრობ, თითოეული მათგანი ლანძღვას კი არა, ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს.

არა მგონია, ამ ადამიანებზე უკეთესად ვიცოდეთ გამძვინვარებულ ცეცხლთან ბრძოლა”, წერს კუჭავა სოც.ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა
შემდეგი სტატიაბათუმში შვიდმა ადამიანმა მზის დამწვრობა მიიღო