27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

“საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს, ეს მათი ციხეებით დასრულდება”- ირაკლი მელაშვილი მმართველ გუნდზე

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი შსს-ში შექმნილ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვებით ხალხის რეალური განწყობა არ გამოსწორდება. მელაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში შეურიგებლობას თესავს, საშუალოვადიან პერსპექტივაში თავადვე დაზარალდება და ძალაში შესული კანონები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შესაძლოა მმართველი გუნდის ლიდერების წინააღმდეგ შემობრუნდეს.

„რაც შეეხება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, შექმნიდან მალევე რამდენიმე უპატრონო დააჯარიმეს. მაინტერესებს, ეს ხალხი თუ არსებობს საერთოდ, შესაძლოა „ტროლები“ დააჯარიმეს, ისინი კი ამას ვერ გადაიხდიან. ასევე, საინტერესოა ვინმემ თუ გადაიხადა სახდელი?

ითქვა, რომ სააგენტო მიუკერძოებელი იქნება, მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც 70 პროცენტი, ვინც მამაკაცების გათხოვებაზე საუბრობს, თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, პროპაგანდისტები. 35 წელია, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია და ამ ისტორიას არავინ არ გადახედა და ვერავინ ისწავლა, რომ ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის. მოკლევადიანად ეს შესაძლოა ლიდერისთვის ქულების მომტანი იყოს, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყანაში შეურიგებლობას თესავს და კონფრონტაციას ხელს უწყობს, მის მეორე მხარეს განაწყენებულთა და გულნატკენთა დიდი მასა გროვდება, ცუდად მთავრდება ხელისუფლებისთვის.

ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს კანონები ძალაშია შესული და ხვალინდელ დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რით დასრულდება? შემდეგ ეს ყველაფერი ხომ ტომებად დაიდება სამხარაძეებზე, კობახიძეებზე, პაპუაშვილებზე, ეს მათი ციხეებით დასრულდება. ახლა, რასაც ისინი აკეთებენ, მათ მოუტრიალდებათ და ეს შესაძლოა ივანიშვილის სასამართლომ მოუტრიალოს უკან, როგორც ღარიბაშვილს დამართეს. ახლა ყველა ფიქრობს, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ მოხდება, მაგრამ დაფიქრდნენ. საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს. პოლიტიკოსები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ხალხის განწყობით და შენ რომ ამას კრძალავ, განწყობა გაუარესდება თუ ნაკლებს შეაგინებს?“_ განაცხადა მელაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: პუტინისა და გაგლოევის შეხვედრა ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციასა და ანექსიაზე მიანიშნებს
შემდეგი სტატია“სააკაშვილისა და ხაბეიშვილის საეკლესიო თემებზე საუბარი სასაცილოდ არ ჰყოფნით, თავს იბანძებენ”- ირაკლი მელაშვილი