“საკუთარ დანაშაულს დამნაშავე ვერ გამოიძიებს” – ამის შესახებ სტუდენტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანებიან.
სტუდენტების შაბათს, 6 დეკემბერს აქციას აანონსებენ. ისინი 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
სტუდენტები საერთაშორისო პარტნიორებისგან აღნიშნული საკითხის გამოძიებას მოითხოვენ.
ამა წლის 1 დეკემბერს BBC-იმ “ქართული ოცნების” კიდევ ერთ უდიდეს დანაშაულს ახადა ფარდა, კვლევებმა გააჩინა ეჭვი, რომ სიტყვა ქართულს ამოფარებულმა “რუსულმა ოცნებამ” გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ნივთიერებით მოწამლა აქციის მონაწილეები, შემდეგ კი ისინი დაიჭირა და წლობით გამოკეტა ციხეში. ასევე რუსულმა მთავრობამ გაიმეტა სკოლის მოსწავლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოსთვის. ირაკლი კობახიძე BBC-ს “მატყუარას” უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი “აბსურდია”.
მაგრამ, ერთი წლის შემდეგაც კი ვერ ბედავენ იმის ჩვენებას, თუ რა გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადგან “ქართული ოცნება” სიმართლეს მალავს.
ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხს გამოიკვლევენ, მაგრამ საკუთარ დანაშაულს დამნაშავე ვერ გამოიძიებს.
ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული საეჭვო, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, პირდაპირი თავდასხმაა კრიტიკულ მედიაზე.
ეს ყველაფერი ავტორიტარული პოლიტიკის ნათელი ნაბიჯებია და ჩვენ, სტუდენტები, სრული პასუხისმგებლობით ვიძახით, რომ არ დავნებდებით მანამ, სანამ “ქართული ოცნება” არ დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას და სანამ სამართალი არ აღდგება ქვეყანაში.
შაბათს, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით და მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ საკითხის გამოძიებას!
დამხობა რეჟიმს.
თავისუფლება ტყვეებს,” – ამბობენ სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.


















