საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

 

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ღამით კიდურების ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

შუახნის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხმაური თიანეთში ენმ-ს და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიამსმენელს ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციაზე უფასოდ დასწრების უფლება მისცეს