საკურორტო სეზონს საფრთხე არ ემუქრება და ზღვის წყლის ხარისხი, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია – რიჟვაძე

„საკურორტო სეზონს საფრთხე არ ემუქრება და ზღვის წყლის ხარისხი, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება.

ამასთან, რიჟვაძე ამბობს, რომ ვიზიტორებს დასვენების კუთხით რაიმე დისკომფორტი არ შეექმნებათ.

„მსურს, შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება ზღვის წყლის ხარისხს. მათ შორის, ბოლო პერიოდში მთელი რიგი არცთუ ისე კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან.

უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ, პირველ რიგში, ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენს უამრავ სტუმარს დასვენების კუთხით რაიმე დისკომფორტი არ შეექმნება“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

banner
წინა სტატიაშითუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? – სააკაშვილი პაპუაშვილს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საგანაგებო განცხადება