საკრუიზო გემ „ბრილიანტის პრინცესაზე“ კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა

საკრუიზო გემ „ბრილიანტის პრინცესაზე“ კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა. გემზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქის სამხრეთით კარანტინშია გაჩერებული, მთლიანობაში ვირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კრუიზზე დაახლოებით 3700 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 670 მგზავრია. ცნობისთვის, კიდევ ერთ გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში იყვნენ საკარანტინოდ გაჩერებული, კრუიზის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც 3600-პირის ანალიზებმა კორონავურუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის განცხადებებს თარგმნა არ სჭირდება
შემდეგი სტატიაახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან