საკრებულოსთან კვლავ პოლიციაა მობილიზებული – ჩაკეტილია ყველა სათადარიგო შესასვლელი

დილიდან დედაქალაქის საკრებულოსთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.

საკრებულოში მოსახვედრად ღიაა მხოლოდ თავისუფლების მოედნის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელი. ყველა დანარჩენი სათადარიგო შესასვლელი ჩაკეტილია და პატრულს აქვს გამაგრებული.

თბილისის საკრებულოს დეპუტატემა დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მდებარე 2 მიწის ნაკვეთის გადადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სწორედ ამიტომ დედაქალაქის საკრებულოში ხმაურინ სხდომას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს
შემდეგი სტატია(Video)ფაროსანა ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეესია-კადრები გულრიფშიდან