საკრებულოსთან აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოსთან აქციას მართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ისინი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას აპროტესტებენ.

აქციაზე გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს შენობასთან დგომის მორალური უფლება არ აქვთ.

ახალგაზრდებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებული პლაკატი მიიტანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სუს-ის აგენტები უწოდეს.

სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

banner
წინა სტატიაში“მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული”
შემდეგი სტატიაევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციის წევრებმა ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს