საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიში მოისმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვისანგარიში საკრებულოს წევრებს პრეზენტაციის სახით თბილისის გენერალური გეგმისგანახლებაზე მომუშავე ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ხელმძღვანელმა მერაბბოლქვაძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად უძღვებოდა, დეპუტატებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი ცვლილებების, საცხოვრებელი ზონის სახეობების ბალანსის, ასევე თბილისის საინჟინრო-გეოლოგიური და განაშენებული ტერიტორიების განვითარებითი პოტენციალისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მერაბ ბოლქვაძემ მიაწოდა.

პრეზენტაცია, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

გენერალური გეგმის განახლების თაობაზე 9 თვის ანგარიშის მოსმენაზე დეპუტატებმა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის, ლანდშაფტის ზონებისა და გარემოსდაცვისა და ურბანული ოპტიმიზაციის საკითხებზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების, საფეხმავლო არეალებისა და პარკირების რეგულირების ზონების შესახებაც იმსჯელეს.
შეხვედრას საკრებულოს წევრების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის Doing Business 2017-ში, რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა