საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირებაა

თბილისის საკრებულოში ხმაურია.„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები თბილისის საკრებულოში ბრიფინგს მართავდნენ. ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძს ბრიფინგი საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხს შეეხებოდა.

ბრიფინგის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი მივიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბექა დავითულიანი დაინტერესდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თუ რატომ არ მიდის ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით ბრალდებები მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ამასთან პროტესტის ნიშნად საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

მოძრაობა „შეცვალე“, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში“სანამ კუხიანიძე თანამდებობაზეა, ქართული ოცნება იზიარებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებას”
შემდეგი სტატიაოპოზიციის შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა