საკრებულოში დაპირისპირების დროს დაკავებული ენმ-ის აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო

საკრებულოში დაპირისპირების დროს დაკავებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის სასამართლო პროცესი 18 ოქტომბრამდე გადაიდო.

თამაზ მამედოვს სამართალდამცველები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

საკრებულოში დაპირისპირების დროს კიდევ ერთი დაკავებული – გიორგი ჟამუტაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მუხიანში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია, ჯაბა ჯიშკარიანის დაკითხვას მოითხოვს.

ჟამუტაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან – სცენაზე სოფო ბედია მღერის
შემდეგი სტატიასოფელ კუმურდოში არსებული ვითარების შესასწავლად შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა