საკრებულოში დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებთან ერთად “ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.

აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ანდრია (სარია) წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტერში მღვდელმსახურად დაადგინეს