საკრებულოში 14:00 საათზე დავით ნარმანიას ელოდებიან

საკრებულოში დღეს 14:00 საათზე დავით ნარმანიას ელოდებიან. დედაქალაქის მერს თვითმმართველობის ორგანოში შეკითხვებს სხვა საკითხების გარდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასა და 29 ჰექტარი ფართის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ.
სხდომა საკრებულოში საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებასა და პანორამა თბილისის მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიზანი მებაღეები გააპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა”
შემდეგი სტატიაქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება