საკრებულოს წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკთან“ აქციაზე უცნობმა მამაკაცმა სახეში ხელი გაარტყა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ვაკეში, „ქართუ ბანკთან“ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც დათუკიშვილი აცხადებს, უცნობმა პირმა სახეში ხელი გაარტყა.

დათუკიშვილი პოლიციისგან აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას ითხოვს და განმარტებს, რომ ის თანაგუნდელს მშვიდად ესაუბრებოდა, როცა მასთან ერთ-ერთი მამაკაცი მივიდა და სახეში ხელი დაარტყა.

„მე აუცილებლად მოვახდენ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას. წესრიგის დამცველი, რომელიც წესრიგის დამრღვევად იქცა, აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. მე ვერ გეტყვით, ვინ იყო ის. არსებობს ვიდეოკადრები, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეიძლება“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

რაც შეეხება აქციას, „ქართუ ბანკთან“ ის ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეები დათუკაშვილის განცხადების გამო, ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ.

banner
წინა სტატიაშიმიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ
შემდეგი სტატიარუსთავში “ხალხის პარტიის” მხარდამჭერებმა აქცია გამართეს