საკრებულოს თავმჯდომარე კვართის მოსალოცად დადიანების სასახლის ეზოში ჯიპით შევიდა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია ვლაქერნობის დღესასწაულის აღსანიშნავად და ღვთისმშობლის წმინდა კვართის მოსალოცად დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში “ტოიოტას” ფირმის ჯიპით, სამსახურებრივი ავტომობილით შევიდა.

შეროზიას ავტომობილი დადიანების ეზოს შუაგულში გაჩერდა, სადაც ის გადმოვიდა ავტომობილიდან და პირჯვარი გადაისახა, შემდეგ კი სასულიერო პირებს და მრევლს შეუერთდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში მოქალაქეები ავტომობილებით არ გადაადგილდებიან, რადგან მუზეუმის მთლიანი ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ტერიტორიაზე არც ერთი სახის ტრანსპორტით მოძრაობა ნებადართული არაა.

წყარო: ” ნიუსპორტალი”

banner
წინა სტატიაშიპარტია “აფსნი” თავმჯდომარის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაბადრი გოგია: რა დაგვიბრუნებს აფხაზეთ-სამაჩაბლოს ?