საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა დროებით შეჩერებულია.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ 2020 წლის არჩევნების პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, გლდანის რაიონში ხდებოდა მოსახლეობის დაშინება და მოსყიდვა.

ეძგვერაძის განცხადებას გლდანის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის პროტესტი მოჰყვა, რაც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვის მიზნით, ამ დროისთვის სხდომა შეჩერებულია. დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ დაეხმარება ვარშავასა და კიევს დავის დასრულებაში
შემდეგი სტატიავხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის გარკვეული უთანხმოებაა, დროთა განმავლობაში უთანხმოება გაიზრდება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც – პესკოვი