საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნ,ალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს კანონდებლობის თანახმად აქვს ვალდებულება, დანიშნოს შუალედური არჩევნები.

„ცესკო ურუნველყოფს შუალედური არჩევნების ჩატარებას და ორგანიზებას. კანონით განსაზღვრულ ვადებში დაინიშნება შაულედური არჩევნები. ცესკო იმსჯელებს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს. შუალედური არჩევნები ინიშნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა. ცესკო შეეცდება. ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის გამო შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, რომელიც ლევან ბერძენიშვილის მიერ ლევან გოგიჩაიშვილის “ბანდიტად” მოხსენიებას ეხებოდა
შემდეგი სტატიაგონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ