საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის წესი იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის საკითხს შეეხება.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს აღნიშნული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან.

„ცვლილება შედის ორივე კანონში გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ამ შემთხვევაში საკრებულო, ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად და სწორედ, საზოგადოების ჩართულობა იყოს ეფექტური“, – განაცხადა კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებების მიღების შემდეგ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების დროის განსაზღვრასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა და სტანდარტი იარსებებს.

banner
წინა სტატიაშივატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე კითხვებზე პასუხს ითხოვს
შემდეგი სტატიაფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია – შოიგუ