საკრებულოს შენობა დღეს საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება

პარიზში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მტავრობამ და ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო.

გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით 128 ადამიანი დაიღუპა და 99 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიISIS-მა პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში გამგზავრებულ 4 ქართველ ტურისტს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან