საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორს უწოდებს

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.

საკრებულოს წევრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დ… “,- წერს კუხიანიძე.

banner
წინა სტატიაშიეს იქნება ძალიან საზიანო ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვისაც – ბესელია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებაზე
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვაჟა ექიმი არის ქვეყნის ეროვნული ცნობიერების სახე