საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა. რიმა ბერიძეს არასამთავრობო სექტორი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მოკვლევა აუდიტის სამსახურში „სამართლიანი არჩევნების“ მიმართვის შემდეგ დაიწყო.

საუბარია საჯარო სკოლის 200-მდე პედაგოგის უფასო სამედიცინო გამოკვლევებზე. ჩუღურეთის მაჟორიტარის განცხადებით, ეს საქველმოქმედო აქცია იყო, თუმცა არასამთავრობო სექტორი მას ამომრჩევლების მოსყიდვად აფასებს.

„რამდენიმე კითხვა დამისვეს, რაზეც მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. მიმაჩნია რომ გაკეთდება მოკვლევა და კანონის შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე ჩუღუღეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ვიზრუნო ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე“,- განაცხადა რიმა ბერიძემ აუდიტის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ.

დეპუტატის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია და აქამდეც არაერთი ანალოგიური ღონისძიება აქვს ჩატარებული.

banner
წინა სტატიაში“საქართველო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი გზით მოგვარდეს პრობლემები”
შემდეგი სტატია“არ მინდა ილუზიით გამოგკვებოთ, თითქოს, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოხდება”