,,საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის შუაგულიდან მიწის ნაკვეთების ამოგლეჯა და ივანიშვილისთვის ჩუქება ერთად უნდა გავასაჩივროთ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 17:27

,,საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის შუაგულიდან მიწის ნაკვეთების ამოგლეჯა და ივანიშვილისთვის ჩუქება ერთად უნდა გავასაჩივროთ”

მნიშვნელოვანი

  • საკრებულოს დეპუტატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა, ნორმალურად განგვეხილა საკითხი და დაგვეყენებინა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” წევრმა მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

საკრებულოს დეპუტატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა, ნორმალურად განგვეხილა საკითხი და დაგვეყენებინა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” წევრმა მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიციამ “თბილისის შუაგულიდან მიწის ნაკვეთების ამოგლეჯა და ივანიშვილისთვის ჩუქება” ერთად უნდა გაასაჩივრონ.

“ის რაც საკრებულოს სხდომაზე მოხდა,გაცდა ყველანაირ ზღვარს, მოხდა დეპუტატების ფიზიკური გაძევება სხდომათა დარბაზიდან და სიტყვის თქმის უფლების ჩამორთმევა. სხდომა სრულიად უკანონოა, იგი არღვევს რეგლამენტის მოქმედ კანონმდებლობას. მის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო. ჩვენ გვექნება ალბათ მსჯელობა ინტერფრაქციულ ჯგუფთან, თუ შევთანხმდებით საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები ვფიქრობ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებები, რომელიც ითვალისწინებს თბილისის შუაგულიდან მიწის ნაკვეთების ამოგლეჯას და ჩუქებას ივანიშვილისათვის, ბოლო ხარკის გადახდას თბილისის სარკებულოს დეპუტატებისთვის, უნდა გავასაჩივროთ ერთად”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია აპროტესტებდა, საკრებულომ დაამტკიცა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 17:27