საკრებულოს ოპოზიცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს გადადგომას ურჩევს

საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობა დღეს ბაღების სააგენტოს უფროსს შეხვდა. ოპოზიციამ კახა გვანცელაძეს არაკომპეტენტური მმართველი უწოდა და მას თანამდებობის დატოვება ურჩია.

დეპუტატებს შეკითხვები გაუჩნდათ აღსაზრდელების კვებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მშობლების მხრიდან არა ერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საკვებთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეკითხვები ჰქონდათ ბაღებში არსებულ ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის განცხადებების ნაწილს ბაღების სააგენტოს დირექტორმა პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

„გარკვეული შეკითხვები იყო კონსტრუქციული ფორმის, გარკვეული შეკითხვები აშკარად იყო სპეკულაცია, იმ სენსიტიურ თემაზე, რომელიც ბავშვებს ეხება და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ სპეკულაციებს შეეშვან, რამეთუ ეს არის მგრძნობიარე თემა და აუცილებელია, რომ არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა განიხილონ,“ – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ჭანტურიას ადვოკატის ბარლდებებს რუსთავის მერი პასუხობს
შემდეგი სტატიამე ჯერ პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს მთავაზობდნენ