საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა

AWBF3P Judge

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარი გირაო შეუფარდა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

banner
წინა სტატიაშიტრაგი-კომედიის დღევანდელი სერია
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი, მათ შორის ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა