საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ ცვლილებების პროექტი 28 მომხრე 13 წინააღმდეგ დამტკიცდა.

მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი 14 მილიონი ლარის კორექტირებას ითვალისწინებდა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კი, როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, საბავშვო ბაღებს მოხმარდება.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი საბავშვო ბაღებში შტატების გაზრდაა. ასევე ამ ცვლილებების პროექტით თანხები დაემატება ჯანდაცვის პროგრამებსაც.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ , რომ კორექტირების მიხედვით, თანხები აკლდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს, ხოლო 14 მილიონი ლარის კორექტირება გამოწვეული იყო წინასაარჩევნოდ გამგეობების მიერ დახარჯული თანხებით.

banner
წინა სტატიაში(Video) ჰილარი კლინტონმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
შემდეგი სტატიალევან იზორიამ რუმინელ დიპლომატებთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა