საკრებულომ დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დავით ნარმანიას მოადგილეებად გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცეს.

საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა მერიის ზედახედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი უკლებას და ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

მოადგილეების და საქალაქო სამსახურების უფროსების კანდიდატურები საკრებულოს მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა.

ოპოზიციის ნაწილის აზრით, თბილისის მერიაში ბოლო დროს საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილება ხდება რაც ქალაქის მთავრობის სტაბილურად მუშაობას ხელს უშლის. შესაბამისად, ოპოზიცის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უმრავლესობაში კი ყურადღება კანდიდატების მაღალ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე გაამახვილეს და მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

banner
წინა სტატიაში8 აგვისტოს პუტინი ბაქოში ჩავა
შემდეგი სტატიაგოძიაშვილის I ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მალე დასრულდება