საკრებულომ 31 ხმით ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მიწა გადასცა

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისში მიწები გადაეცა. საკრებულომ გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. ფართობის გადაცემაზე უკვე მიიღო. 31 მომხრე იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. დეპუტატები ახლა თაბორის მთაზე 5000 კვ.მ. მიწის გადაცემაზე მსჯელობენ.

საკრებლოს შენობის გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. პარლამენტის წევრები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაში,, არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის „გაქაჩვას“, შეეწიროს თბილისის საკრებულო”
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრემიებისა და დანამატების სისტემის მოწესრიგებაზე მსჯელობენ