საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დედაქალაქის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო. სულ კენჭისყრაში 40 დეპუტატი მონაწილეობდა. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ოპოზიცია არ დასწრებია მა განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომა დატოვეს.
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861 მილიონ ლარს შეადგენს და ის შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ გაიზარდოს. როგორც სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტი გაიზარდება 14 მილიონ ლარიანი ტრანსფერისა და 8 მილიონი ლარის ეკონომიების ხარჯზე.

banner
წინა სტატიაში“დღეს ჩვენ გვთავაზობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას”- ანა დოლიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს უჭერს