საკრებულო თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს განიხილავს

თბილისის საკრებულო ხვალ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად განიხილავს. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815,893 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 214 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის სამუშაოებისთვის – 103 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის – 167 მილიონი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული პროექტებისთვის – 68 მილიონი ლარი.

თბილისის საკრებულოში მერიიდან 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით 10 დეკემბერს შევიდა.

banner
წინა სტატიაშინაფიცი მსაჯულები გიორგი ოქროპირიძისთვის ვედრიქტის გამოსატანად გავიდნენ
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ