საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

ღიბრაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

ამასთან, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა პირველ მაისს, გამონაკლისის სახით, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება და 2 მაისის 04:00 საათამდე გაგრძელდება.

„მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს
შემდეგი სტატიაპანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა