18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“საკონსულოში დამკითხეს და ციხით დამემუქრნენ”- საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი

დაკითხვა და ციხით დამუქრება უნგრეთის  საკონსულოში თბილისში უნგრეთის საკონსულოში საკონსულო დახმარების მისაღებად მათივე მიწვევით მივედი. იქ დამხვდა უცნობი ქალი, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა და რომელიც არ იყო საკონსულოს ან საელჩოს თანამშრომელი. მან ერთ საათზე მეტხანს დამკითხა სხვადასხვა პირადი შეკითხვებით და ციხით დამემუქრა. მიზეზი: ის, რომ ჟურნალისტი ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ადვოკატის თანდასწრებითა და კონსულის ხელშეწყობით მოხდა. იქვე ნათელი გახდა, რომ ამ ქალს საქართველოს შესახებ ელემენტარული ცოდნაც კი არ ჰქონდა და იქ მხოლოდ ამ შემთხვევის გამო იმყოფებოდა. კონსულს იქვე, პირადად უწევდა მისთვის საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხის განმარტება, რათა მას ჩემი ისტორია გაეგო.
ეს უპრეცედენტო ამბავია თვით უნგრეთისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ნათელი ხდება, თუ როგორ ბოროტად იყენებს ორბანის რეჟიმი ძალაუფლებას ყოველგვარი საზღვრების გარეშე. ისინი სპეცსამსახურებსაც კი იყენებენ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების, ოპოზიციის მხარდამჭერებისა და აქტივისტების, და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც კი — სწორედ ამას ეხებოდა უნგრეთში გასული კვირების სკანდალები, ორბანის მთავრობის რუსულ კავშირებთან ერთად.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საკონსულომ არ უპასუხეს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული მედიის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კითხვებს, რომელმაც ჩემი ისტორიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ორბანის რეჟიმის ეს ქმედება გარკვეულ ჯაჭვში ჯდება, თუმცა მაინც კითხვის ნიშნად რჩება, თუ ვინ დგას ამის უკან უმაღლეს დონეზე:
• მინისტრი ანტალ როგანი — სპეცსამსახურები მას ექვემდებარება და შესაძლოა, მისი ბიზნესწრეების ნაწილი იყოს დაინტერესებული ჩემი დაშინებით;
• საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო და მისი სამინისტრო;
• პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც კვლავაც რჩება ამ სისტემის სახედ და ლიდერად.
საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რომ დიპლომატები საკუთარი ინიციატივით მოქცეულიყვნენ ასე.
ამ ყველაფერში მათ საქართველოს მოქალაქეც კი ჩარიეს — ჩემი ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. იმ ქალმა მას პირდაპირი კითხვაც კი დაუსვა, თუ ვინ უხდიდა მას ჰონორარს და როგორ ხდებოდა ანგარიშსწორება ჩვენს შორის. ველოდი, რომ თუ უნგრელებს საერთოდ არ სცემდნენ პატივს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ მაინც გამოიჩენდნენ პატივისცემას.
ამ თემაზე სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული სტატიების ბმულები იხილეთ კომენტარებში.
P.S. პასუხისმგებლობას ვიღებ მხოლოდ ჩემს სიტყვებსა და პასუხებზე და არა იმაზე, თუ როგორ არის დაწერილი ესა თუ ის სტატია”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლაზლო რობერ მეზესი

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა
შემდეგი სტატიაგია ნოდია: დიდი ალბათობით ეს ომი ამერიკის და ტრამპის წარუმატებლობად შეფასდება