საკონსულო – სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2018 16:20

საკონსულო – სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია

მნიშვნელოვანი

  • „სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია,“ - ამის შესახებ ჟურალისტებს ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამსუნის ორ საავადმყოფოში არიან განთავსებულნი და გენერალური საკონსულო სამედიცინო დაწესებულებებთან პირდაპირ კავშირზეა.

სხვა სტატიები

„სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია,“ – ამის შესახებ ჟურალისტებს ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამსუნის ორ საავადმყოფოში არიან განთავსებულნი და გენერალური საკონსულო სამედიცინო დაწესებულებებთან პირდაპირ კავშირზეა.

„დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სამსუნის ორ საავადმყოფოში – სამსუნის სამეცნიერო-კვლევით საავადმყოფოსა და სამსუნის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკაში არიან განთავსებულნი. გენერალური საკონსულო პირდაპირ კავშირზეა სამედიცინო დაწესებულებების მკურნალ ექიმებთან და აკონტროლებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2018 16:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics