8.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 11, 2026
banner

“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება.

ცვლილება ამ მიმართულებით “საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა.

ამავე პროექტის თანახმად, მთავრობა საკუთარი ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებულ საფასურს.

banner
წინა სტატიაში27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
შემდეგი სტატიაისრაელი: ირანის რევოლუციური გვარდიის ფარული დანაყოფის ხელმძღვანელი ლიკვიდირებულია