საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.

 

ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.

 

პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ.

 

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრის მისამართია:  https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace 

banner
წინა სტატიაშიინციდენტი სენკში – ია მეტრეველმა სანდრა რულოვსისა და კობა ნაყოფიას მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა
შემდეგი სტატიაქუთაისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს