საკონსულო აღრიცხვაზე უპრეცედენტო რაოდენობის ემიგრანტი დარეგისტრირდა

საკონსულო აღრიცხვაზე უპრეცედენტო რაოდენობის ემიგრანტი დარეგისტრირდა – “ემგიდში” გამართულ ბრიფინგზე, ბაჩანა შენგელიამ თქვა, რომ ბოლო 10 დღეში 23 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული.

შენგელიას განცხადებით, ახლა “ემიგიდის” მთავარი საზრუნავი ამ ადამიანების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა და საარჩევნო უბნებამდე მიყვანა იქნება. სწორედ ამიტომ, “ემგიდი” სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი ფინანსების მოძიებას იწყებს.

გუშინ, 7 ოქტომბერს დასრულდა საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციის ეტაპი და გვაქვს უპრეცედენტო შედეგი. საქართველოს ისტორიაში ამდენი ემიგრანტი არასდროს დარეგისტრირებულა საკონსულო აღრიცხვაზე. ათასობით ადამიანი დაარეგისტრირა “ემგიდმა” და სხვა ორგანიზაციებმა, რომლებისთვისაც მათ ვუხდი დიდ მადლობას. ბოლო 10 დღეში დარეგისტრირებულია 23 ათასი ადამიანი, რაც ორჯერ მეტია იმ საერთო რაოდენობაზე, რაც 2020-ში იყო. ბუნებრივია, ერთი მხრივ ემიგრატების რაოდენობის ზრდა არის ცუდი, მაგრამ მათი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაცია და მათი აქტივობა არის უპრეცედენტო და ძალიან მაგარი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა დროის ყველაზე მაგარი ამომრჩეველი მივა ამ პერიოდში.

ასევე არის ტენდენცია, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ხელისუფლების მიერ დაწესებული ბარიერების გამო, აპირებენ საერთოდ საქართველოში ჩამოსვლას და აქ ხმის მიცემას. ჩვენი არაერთი საჩივრის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა არ გახსნა არცერთი უბანი დამატებით იმ ქალაქებში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრეობდა და დღიედან, რადგან დასრულდა რეგისტრაციის ეტაპი, “ემიგიდის” მთავარი საზრუნავი იქნება ამ ადამიანების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. დღეიდან, ჩვენ ვაპირებთ, რომ სხვადასვხა პლატფორმებთან ერტად ამ საკითხზე ვიმუშაოთ. მოვიძიოთ შესაბამისი ფინანსები და დღეიდან ყველა ჩვენგანის საზრუნავი იქნება ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე მისვლა.

რაც შეეხება სიებს, ხელისუფლებამ და ცესკომ მაქსიმალურად სცადეს, რომ სიიდან ადამიანები ამოეყარათ, 26 ოქტომბერს რომ წარადგინეს 65 ათასი ადამიანის სია, ჩვენ 9 აგვისტოს მონაცემებით, 67 ათასი ადამიანი გვყავდა რეგისტრირებული. ეს მეტყველებს უპრეცედენტო სიყალბეზე, მაგრამ ეს შედეგს არ მოიტანს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეული ადამიანის ხმა მივიდეს საარჩევნო ყუთებამდე”, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – ვინ რომელ კანდიდატს დააყენებს პრემიერის პოზიციაზე, არავის აინტერესებს, ხალხს იმაზე კი არ უნდა შევუქმნათ განწყობა, ვინ რაზე ვაჭრობს, არამედ განწყობა, რომ არჩევნებზე მივიდნენ
შემდეგი სტატიადავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა – ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ