საკონსტიტუციოში დღეს დეკანოზ მამალაძის საქმეზე სხდომააა დანიშნული

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომააა დანიშნული, რომელიც 12:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ სარჩელთან დაკავშირებით პროკურატურის, პარლამენტის წარმომადგენლებისა და კონსტიტუციონალისტების პოზიციები უკვე მოისმინა.

მოსარჩელე სადავოს ხდის რამდენიმე ნორმას, რითაც პროკურატურას უფლება აქვს დაცვის მხარეს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გახმაურება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ნორმები ბუნდოვანია, რითაც მათ დაცვის უფლება ეზღუდებათ. გარდა ამისა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს. ასევე, ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას.

“გამწესრიგებელ სხდომაზევე მოვითხოვთ მუხლების შეჩერებას. ერთერთი მთავარი კი გაუთქმენლობის ვალდებულებაა სისხლის სამართლის პროცესის 104-ე მუხლით. გასაჩივრების საფუძველი გამოიწვია იმან, რომ ამ ბუნდოვანმა და არაკონსტიტუციურმა ნორმებმა მისცა ბრალდების მხარეს უფლება ჩვენ დაცვის უფლება შეგვზღვუდოდა. დაგვადეს გაუთქმენლობის ვალდებულება, რომელის მარტო იმ ნაწილს არ ეხებოდა რომ საჯაროდ ვსაუბრობდით, არამდენ ამის გამო რიგი მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ. მაგალითად ვერ გამოვკითხეთ მოწმეები, ვერ ჩავატარეთ კერძო ექსპერტიზები და ა.შ. საზოგადოების თვალში ხდებოდა არაერთი კუთხით დეკანოზის დისკრეტიტაცია და ამ ყველაფერზე შეწინააღმდეგებას ვერ ვახდენდით. დაცვის უფლება დაირღვა როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე დარბაზს გარეთაც. მოთხოვნაა ბუნდოვანი ნორმები, რომლებსაც პროკურატურა იყენებს თავის სასარგებლოდ – გაუქმდეს. განისაზღვროს სად იწყება მუხლების მოქმედებების ვადები და სად მთავრდება, რისი უფლება აქვს დაცვის მხარეს და რისი არა, ასევე აუცილებელია პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სასამართლოში. იმედი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და შეაჩერებს ნორმებს, რაც საშუალებას მოგვცემს ციანიდის სასამართლო პროცესებზე, თუნდაც ბოლო ინსტანციაში მეტი უფლება გვქონდეს და დაცვა განვახორციელოთ. ასევე ნორმები ყველა გახმაურებულ საქმეს, სადაც დაცვის მხარე ხელოვნურად არის შეზღუდული, შეეხება. სადაო ნორმები იძლევა ინტერნპრეტაციის საშუალებას, არ არის მკაფიო ჩამოყალიბებული და კონსტიტუციასტან შესაბამისობაში მოყვანილი, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იყენებს სათავისოდ თუ რამე დასამალი აქვს უმალავს საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს გიორგანაშვილის საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიცია გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს და შს მინისტრს ფრაქციაში იბარებს