სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.
დოკუმენტში შესრულია იმ პირთა ჩამონათვალიც, ვისთვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.
საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, გარდა პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისა, აღნიშნული სარჩელით შეასრულებენ იმ დაპირებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ ამომრჩეველს მისცა.
“სარჩელის მთავარი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, პოლიტიკაში ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ხალხის ინტერესების დაცვას და არა რადიკალიზმსა და დამხობას.
იმედი გვაქვს, რომ ამ სარჩელით შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს მივეცით. პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხალხის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
















