საკონსტიტუციომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე საქმის განხილვა გადადო

საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურა ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მსჯელობა გადადო. შესაბამისი შუამდგომლობით პლენუმს თამარ კორძაიამ დღეს მიმართა და პროცესისი 2 კვირით გადადება ითხოვა.

ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ითხოვდნენ, რომ მათი საკითხის განხილვა გაგრძელებულიყო, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან საჩივარი ერთი შინაარსისაა განხილვა გადაედო.

უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს საკონსტიტუციო აღნიშნულ საკითხზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში 30 წლამდე კაცმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად იძალადა
შემდეგი სტატიაგიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა