საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს, პროტესტი და ხმაური იყო.
სხდომიდან გამოსულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და სარჩელის ავტორებს ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებითა და შეძახილებით — „მონებო“ შეხვდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეკრებილი ხალხისთვის პასუხი არ გაუციათ და ტერიტორია ისე დატოვეს.
სასამართლო პროცესი ხვალ, 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება.















