საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელიც შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა, რომელიც ჯერ დარეგისტრირებული არ არის. ამის შესახებ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა და თქვა, რომ მას სავარაუდოდ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ.

“იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინ წინ, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული. სიფას მიერ შემოტანილი. მაგრამ ვინაიდან და აქ არს ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისთვის და პროცედურით განსაზღვრული სხვა წესების დაცვით, შეუძლებელი იყო მეხუთე, ამ სარჩელების გაერთიანება თქვენს სარჩელთან, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება, სავარაუდოდ, ალბათ ზეპირის მოსმენის გარეშე”, – აღნიშნა ტურავამ.

ამ წუთებში სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელის – პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. პლენუმს სიტყვით უკვე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს
შემდეგი სტატიაორელი – პროცედურა წამოვიწყე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა