საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე სხდომა იწყება

რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა ცოტა ხანში დაიწყება.

დღევანდელი სხდომა სამართლის სპეციალისტის გამოკითხვით განახლდება. ამ შუამდგომლობით სასამართლო კოლეგიასს პარლამენტის იურისტმა მიმართა. მან ამ სპეციალისტად გია ლილუაშვილი დაასახელა, რომელიც სასამართლოს კოლეგიას საკუთარ პოზიციას წარუდგენს სარჩელში მოყვანილ ნორმებთან დაკავშირებით.

პარლამენტის ადვოკატი ამბობს, რომ ლილუაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან ტელეკომპანია საქართველოს ადვოაკტები. ისინი აცხადებენ, რომ სპეციალისტის მოწვევა და მისი პოიზიციის გამოხატვა სხდომაზე დროის გაწელვაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია კი საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და მათ სპეციალისტის რჩევები არ სჭირდებათ.

გამოკითხვის შემდეგ საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ წარადგენენ მოსარჩელე მხარეები და შესაძლოა კოლეგიამ გადაწყვეტილებაც დღესვე მიიღოს.

banner
წინა სტატიაშილოტკინზე მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩვენ შემოვიტანეთ ბავშვისთვის პირველი შეცდომის უფლება