საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ – ოხანაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს და ამის არდადგენა სამართლებრივად კითხვას გააჩენს ნებისმიერ იურისტში.

„ვამბობდით, რომ ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი და ეს ხელის გულზე დაიდო, როცა ჩვენ ვკითხულობით – წარმოადგენს და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან. ამაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან ელემენტარული პასუხი ვერ მივიღეთ. ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ. პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს კონსტიტუციონალისტები არ წარმოადგენდნენ. თუ პრეზიდენტის სამართლებრივი პოზიციები იმდენად მყარი და ისე იმოქმედა კონსტიტუციის ფარგლებში, ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი, რომელიც პროფესიულ სინდისს პატივს სცემს და დარწმუნებული იქნებოდა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა არ ვიცი, პრეზიდენტმა ვერავინ დაითანხმა თუ უარი უთხრეს. თუ სამართლებრივი სისწორე სახეზე იყო, როგორ შეიძლებოდა, რომ კარგ კონსტიტუციალისტს მისი ინტერესები არ დაეცვა? – კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს და რა თქმა უნდა, ამის არდადგენა სამართლებრივად კითხვას გააჩენს არა მხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან. მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად – თუ კონსტიტუციით იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ არ შეიძლება, გზავნოს იარაღი ქალების, ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაღამით ისრაელში შეღწევის მცდელობისას, 2 პალესტინელი ტერორისტი მოვკალით – IDF