საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებად ზაზა თავაძე და ირინა იმერლიშვილი წარადგინეს

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი ზაზა თავაძე დად ირინა იმერლიშვილი წარადგინეს.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა.

გიორგი ლომთაძემ არ დააკონკრეტა, თუ ვინ წარადგინა ზაზა თავაძის კანდიდატურა.

ამასთან, ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირა ჩაიფიქრა ალასანიამ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა